Jump to content

Wn/ka/ესტონეთმა რუსეთი საჰაერო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > ესტონეთმა რუსეთი საჰაერო საზღვრის დარღვევაში დაადანაშაულა

7 მაისი, 2021

ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსულმა თვითმფრინავმა Ил-96-მა 5 მაისს დილით დაარღვია ქვეყნის საჰაერო საზღვარი ფინეთის ყურეში, კუნძულ ვაინდლოოს მახლობლად.

ესტონური მხარის თანახმად, რუსულმა თვითმფრინავმა დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დაჰყო ესტონეთის საჰაერო სივრცეში.

„თვითმფრინავის ტრანსპონდერი ჩართული იყო, მაგრამ თვითმფრინავს არ ჰქონდა ფრენის გეგმა და საჰაერო საზღვრის დარღვევის დროს ესტონეთის საჰაერო მიმოსვლის სამსახურთან არ არსებობდა ორმხრივი რადიოკავშირი”, - ნათქვამია განცხადებაში.

მომხდართან დაკავშირებით 6 მაისს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გამოიძახა და მას საპროტესტო ნოტა გადასცა. უწყების ცნობით, ეს უკვე მეორე ასეთი შემთხვევაა 2021 წელს.

Ил-96 საბორტო ნომრით RA-96017 შედის სპეციალური საფრენი დანაყოფის „რუსეთის“ პარკში, რომელიც რუსეთის უმაღლესი ლიდერების ტრანსპორტირებასაც ახორციელებს. 19 აპრილს ეს თვითმფრინავი პრაღაში ჩაფრინდა, რათა ჩეხეთიდან გაძევებული რუსეთის საელჩოს თანამშრომლები სამშობლოში დაებრუნებინა.