Wn/ka/ეკატერინე ტიკარაძის განცხადება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე
23 აპრილი, 2021
ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა: „ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩვენებელს.
მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება გატარდეს იმისთვის, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით იმსჯელებს ორშაბათს, კოვიდსაბჭოს ფორმატში, რომელიც პრემიერის დაქვემდებარებაშია.
ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ როგორც შარშან, ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ არ იქნება რადიკალური, კატეგორიული შეზღუდვები. თუმცა, ეს იქნება ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა, რომელიც ჩვენი მოსახლეობისთვის საეკლესიო ღონისძიებების ფორმატში უზრუნველყოფს სრულ უსაფრთხოებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე“