Wn/ka/ეკატერინე ტიკარაძე: შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ეკატერინე ტიკარაძე: შევძელით და გადავტეხეთ ანტივაქსერული კამპანია

6 მაისი, 2021

„საქართველოში, ჩვენ, მიუხედავად არაერთხელ გაკრიტიკებული კომუნიკაციისა, შევძელით და გადავტეხეთ ის ანტივაქსერული კამპანია, რომელიც იყო და ბოლო პერიოდში ვაკვირდებით ძალიან აქტიურ [ვაქცინაციას].

გუშინ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი და 3 600-ზე მეტი მოქალაქე აიცრა, ასევე, ძალიან დიდი აქტიურობა შეიმჩნევა დღესაც და რეესტრში, სადაც ვაკვირდებით მოქალაქეთა აქტიურობას, საგრძნობლად არის გაზრდილი მოთხოვნა, ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ჩვენ ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, მიწოდებასაც ვზრდით. ეს გვაძლევს საფუძველს, ვთქვათ, რომ საქართველოში არის დადებითი დინამიკა ვაქცინის სარგებელთან მიმართებით და მოთხოვნა არის გაზრდილი ვაქცინაზე“- აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე