Wn/ka/ეკატერინე გორგოძემ როლან გაროსის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში იმარჯვა
Appearance
24 მაისი, 2021
გორგოძე 28-ე ნომრად განთესილ 23 წლის მექსიკელ რენატა ზარაზუას დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი მსოფლიო რეიტინგში კარიერის საუკეთესო პოზიციაზე (139-ე) გახლავთ, თუმცა, გამარჯვება მაინც ქართველ ჩოგბურთელს დარჩა.
მატჩი 2 საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. გორგოძემ მე-6 მატჩ-პოინტზე 6-2, 4-6, 6-4 მოიგო. მან 19-დან 6 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 4-ჯერ (17 შესაძლებლობიდან) დათმო. ქართველ ჩოგბურთელს არ ჰქონია ეისი ჰქონია და არ დაუშვია ორმაგი შეცდომა. მომდევნო რაუნდში ეკატინე გორგოძის მოწინააღმდეგე 31 წლის ბულგარელი ელიცა კოსტოვა (231-ე ნომერი) იქნება, რომელმაც დღეს ფრანგი სალმა ჯუბრი 6-3, 6-2 დაამარცხა.