Wn/ka/ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 12 ღირსშესანიშნაობა ევროკავშირის დროშის ფერებში

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოს 12 ღირსშესანიშნაობა ევროკავშირის დროშის ფერებში

9 მაისი, 2021

ევროპის დღესთან დაკავშირებით საქართველოში 12 ღირსშესანიშნაობა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

„ყოველთვის ვცდილობთ ევროპის დღე მთელი საქართველოს მასშტაბით აღვნიშნოთ - ამიტომ, გვიხარია საქართველოს გარშემო ევროკავშირის დროშის ფერებში განათებული 12 ღირსშესანიშნაობის ნახვა, მათ შორის ახალციხეში, ბათუმში, გორში, ქუთაისში, მესტიაში, მცხეთაში, ონში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, თბილისსა და ზუგდიდში.

მადლობა საქართველო, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნავთ ევროპის დღეს!“ - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.