Wn/ka/ევროკავშირი ბელარუსს 3-მილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს
24 მაისი, 2021
ევროკავშირი ბელარუსს 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს მანამ, სანამ ქვეყანა დემოკრატიისკენ სვლას არ დაიწყებს. ამის შესახებ გამომცემლობა Reuters წერს.
„ჩვენ მანამ გვექნება რეჟიმზე წნეხი, სანამ საბოლოოდ არ სცემს პატივს მედიის, პრესის და აზრის თავისუფლებას“, - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა.