Wn/ka/ევგენი პრიგოჟინის თქმით „ვაგნერი“ როსტოვისკენ მიემართება

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ევგენი პრიგოჟინის თქმით „ვაგნერი“ როსტოვისკენ მიემართება

23 ივნისი, 2023

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის განცხადებით „ვაგნერი“ როსტოვისკენ მიემართება. „ჩვენ ახლა როსტოვში შევდივართ. ამ დროისთვის, გადავკვეთეთ ყველა სახელმწიფო საზღვარი. მესაზღვრეები შეგვეგებნენ, ახალწვეულები გვერდით გადგნენ - ჩვენ ბავშვებს არ ვებრძვით და არ ვკლავთ... თუ ვინმე გადაგვიდგება გზაზე, გავანადგურებთ. ვაგრძელებთ სვლას და მივალთ ბოლომდე“ - განაცხადა პრიგოჟინმა. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა რაც პრიგოჟინმა რუსეთის გენშტაბი „ვაგნერზე“ საჰაერო თავდასხმაში დაადანაშაულა.