Wn/ka/დ. მედევდევმა ომის დაწყება აღიარა
25 დეკემბერი 2008/ხუთშაბათი
დიმიტრი მედვედევის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ კრემლი შესაძლო ომისთვის ჯერ კიდევ აგვისტომდე ემზადებოდა. რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიის დიმიტრი მედვედევისეული ინეტრპრეტაცია, კავკასია და აქ განვითარებული მოვლენები სამი ფედერალური არხისთვის მიცემული ინტერვიუს მთავარი თემა იყო.
ის, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, მთელი ინტერვიუს განმავლობაში მედვედევმა რამდენჯერმე აღიარა. მისივე მტკიცებით, საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება დაუფიქრებლად პირადად მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტმა აღიარებაში, რომელიც ერთ საათს გრძელდებოდა, ისიც თქვა, რომ სწორედ ომისათვის კრემლის წინასწარმა სამზადისმა განაპირობა ის, რომ საქართველოსთან დაპირისპირების დროს რუსულ არმიაში მსხვერპლი მინიმალური იყო.
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება პირადად მიიღო. საკუთარი პოზიცია კი რუსეთის პრეზიდენტმა იმით გაამართლა, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეებს ესროლეს. დიმიტრი მედვედევმა ღიად დაადასტურა რომ ამ ინფორმაციის შემდეგ ცეცხლის გახსნაზე გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მიიღო.
რუსეთის პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებასთან საკუთარი პირადი დამოკიდებულების გამო მიიღო.
თავისი გაღიზიანება და საქართველოს ხელისუფლებისადმი აგრესიული დამოკიდებულება მედვედევმა რუსეთის სახელმწიფო არხებზე ამჯერადაც ღიად გამოხატა.