Wn/ka/დახმარება:რა არ არის ვიკისიახლეები

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > დახმარება:რა არ არის ვიკისიახლეები

ვიკისიახლეები არის პროექტი რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი საინფორმაციო წყაროს შექმნისკენ. ეს შეიძლება იყოს, როგორც პოლიტიკური ამბები, ასევე არაპოლიტიკური სიახლეების განთავსების ადგილი.

1. ვიკისიახლეები არ არის ადგილი სადაც რედაქტორმა თავისი სუბიექტური აზრითა და შეხედულებით უნდა იხელმძღვანელოს.
2. ვიკისიახლეები არ არის ვიკიპედია, ის ვიკიმედიის ყველა პროექტისგან რადიკალურად განსხვავებულია
3. ვიკისიახლეები არ უნდა აქციოთ თქვენს პირად ბლოგად ან საიტად
4. ვიკისიახლეები არ არის ფურცელი, სადაც რაიმე სახის შეზღუდვა იქნება სტატიის სიდიდესა და მასშტაბზე
5. ვიკისიახლეები არ არის კონფლიქტის სივრცე, აქ ყველა მომხმარებელი ვალდებულია ერთმანეთის მიმართ გამოხატოს პატივისცემა, და ურთიერთთანამშრომლობით ხელი შეუწყოს პროექტის გაზრდას
6. ვიკისიახლეები არ არის ადგილი სადაც უნდა განთავსდეს საავტორო უფლებების დარღვევით მოპოვებული ფოტო-მასალა
7. ვიკისიახლეები არ არის ვიკიპედიაში ან ნებისმიერ სხვა პროექტში წაშლილი სტატიების თავშესაფარი, ყველაფერი რაც პროექტს არ უკავშირდება, წაიშლება
8. ვიკისიახლეები არ არის სარეკლამო ზონა
9. ვიკისიახლეები არ არის ადგილი ედიტორიალებისათვის
10. ვიკისიახლეები არ არის პრეს-რელიზი