Wn/ka/დავით კირკიტაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა
Appearance
31 მაისი, 2019
2019 წლის 31 მაისს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) წევრი გურჯანიის სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ გაანთავისუფლა. იგი დაკავებული იყო პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებაზე. დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.