Jump to content

Wn/ka/გავრილოვის ღამე

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > გავრილოვის ღამე

20 ივნისი, 2019

ანტი-საოკუპაციო აქცია რომელიც 19:00 საათზე დაიწყო, მიზნად ისახავდა საქართველოში სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას, 2019 წლის 20 ივნისის 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში ძალით შესვლის მცდელობამ პოლიციასთან ძალისმიერი დაპირისპირება გამოიწვია. დაახლოებით ღამის 12 საათისკენ პოლიციამ და სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყეს. 5 საათის განმავლობაში ისინი აქციის დაშლას რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით ცდილობდნენ. ადგილობირივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამართალდამცველთა მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს. დაშლის შესახებ პოლიციას აქციაზე მყოფი ადამიანები არ გაუფრთხილებია.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე 240 ადამიანი დაშავდა. აქედან 80 პოლიციელი იყო, 31 ჟურნალისტი, დანარჩენი კი აქციის მონაწილეები იყვნენ. ორ ადამიანს რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალის ამოღება დასჭირდა.

აქცია მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა. თბილისის გარდა, საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და სხვა ქალაქებში. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. მათ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს.