Wn/ka/ბრაიან მეის ვარდისფერი გიტარა აუქციონზე გაიყიდება

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ბრაიან მეის ვარდისფერი გიტარა აუქციონზე გაიყიდება

6 მაისი, 2021

„Queen“-ის გიტარისტი ბრაიან მეი საკუთარ ვარდისფერ ელექტროგიტარას ქველმოქმედების მიზნით 16 ივლისს ლონდონში, „Alpha“-ს აუქციონზე გაყიდის. ინსტრუმენტზე დართულია მისი ავტოგრაფი. შემოსული თანხა ორგანიზაციებს „The Caron Keating Foundation“-სა და „Target Ovarian Cancer“-ს გადაეცემა და ის კიბოთი დაავადებულ ქალებს მოხმარდება.