Jump to content

Wn/ka/ბელარუსში არმიის ოფიცერს დარბევაზე წერილის გამჟღავნებისთვის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ბელარუსში არმიის ოფიცერს დარბევაზე წერილის გამჟღავნებისთვის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

14 მაისი, 2021

ბელარუსის უზენაესმა სასამართლომ არმიის ოფიცერს ღალატისთვის 18-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მან შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომიტინგეების დარბევის შესახებ წერილი გაამჟღავნა. დენის ურადმა, წერილის ასლი ოპოზიციურ მედიას მარტში გაუგზავნა. წერილში ეწერა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან კუბრაკოვმა პროტესტის ჩახშობისთვის თავდაცვის მინისტრს არმიის ჩართვა მოსთხოვა.

სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ურადი სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებისთვის ღალატშია ბრალდებული.