Wn/ka/ბარსელონაში საქართველოს 79 მოქალაქე დააკავეს
30 მაისი, 2019
ესპანეთის პოლიციამ ქალაქის ცენტრში ქურდული დაჯგუფებების ადგილსამყოფელს მიაგნო, ამის შესახებ გამოცემა Elperiodico წერს. ასობით დაკავებულ პირს შორის 79 საქართველოს მოქალაქეა.
ბარსელონაში მდებარე მენენდეს პიდალის სკოლა 2011-2012 სასწავლო წლის შემდეგ ეკონომიკური კრიზისის გამო დაიხურა. მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდნენ თავშესაფრის მაძიებელი ოჯახები, მათ შორის ქურდული დაჯგუფებები.
4 აპრილს ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს ასამდე ადამიანი, მათგან 25 საქართველოს მოქალაქე იყო. დაკავებულებს ბრალად ედებოდათ დაყაჩაღება, საცხოვრებელი ბინების გაქურდვა.
რამდენიმე დღის წინ კი კატალონიის პოლიციამ სასამართლოს და სოციალური სამსახურის გადაწყვეტილებით დაიწყო დაკავებების სპეცოპერაცია, რომელიც დაახლოებით 10 საათზე დაიწყო. Elperiodico-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში საქართველოს 79 მოქალაქეა დაკავებული.