Wn/ka/აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანის ლიდერს შეხვდება

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანის ლიდერს შეხვდება

4 აპრილი, 2023

ამერიკის წარმომადგენელთა პალატის პიკერი, კევინ მაკკარტი ოთხშაბათს ტაივანის პრეზიდენტ ცაი ინ-ვენს შეხვდება. ჩინეთი კი მხარეებს აფრთხილებს, რომ ყოველივე ამან შესაძლოა „სერიოზული კონფრონტაცია“ გამოიწვიოს. აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები კიდევ და კიდევ უფრო იძაბება. გასულ წელს აშშ-ს ყოფილი სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ჩინეთის მიერ პროვოკაციად იქნა მიჩნეული, რასაც კუნძულის მახლობლად ჩატარებული სამხედრო წვრთნებით უპასუხა. ორშაბათს ჩინეთის საგარეო საქმეთა პრესსკიპერმა განაცხადა, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის. მას შემდეგ, რაც ქალბატონი ცაი 2016 წელს ტაივანის პრეზიდენტად აირჩიეს, პეკინმა გააძლიერა სამხედრო, ეკონომიკური და დიპლომატიური ზეწოლა კუნძულზე. ბოლო პერიოდში აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობის გამწვავებას ხელი შეუწყო ე. წ. „საჰაერო ბუშტის“ ჩამოგდებას, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა, და აშშ-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის მიზნით გამოიყენებოდა.

წყარო[edit | edit source]