Wn/ka/ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა
Appearance
31 მარტი, 2021
80 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ანზორ ერქომაიშვილი.
ანზორ ერქომაიშვილი COVID 19-ის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. გარდაცვალებამდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.