Wn/ka/BILLBOARD MUSIC AWARDS-ზე დრეიკი დეკადის საუკეთესო მუსიკოსად დაასახელეს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > BILLBOARD MUSIC AWARDS-ზე დრეიკი დეკადის საუკეთესო მუსიკოსად დაასახელეს

25 მაისი, 2021

ლოს-ანჯელესში, მაიკროსოფტის თეატრში ყოველწლიური მუსიკალური დაჯილდოება Billboard Music Awards გაიმართა. ღონისძიებაზე ტორონტოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, დრეიქი გასული დეკადის საუკეთესო მუსიკოსად აღიარეს. ჯილდოს მისაღებად დრეიქი სცენაზე 3 წლის შვილთან, ადონისთან ერთად ავიდა და სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა:

„მაშინაც კი, როდესაც კარგ საქმეს ვაკეთებ, ვფიქრობ, თუ შემეძლო უკეთ გაკეთება. მიღწევებს იშვიათად ვზეიმობ. ვინც ახლა მიყურებთ და ფიქრობთ, ეს ყველაფერი როგორ მოვახერხე, თუ რაში მდგომარეობს ჩემი წარმატების ფორმულა, პასუხი ნათელია, გწამდეთ საკუთარი თავის“, - განაცხადა მუსიკოსმა.