Jump to content

Wn/ka/რუსეთში, ციმბირში, მოსწავლეებმა „პუტინის ეპოქას“ მსვლელობა მიუძღვნეს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > რუსეთში, ციმბირში, მოსწავლეებმა „პუტინის ეპოქას“ მსვლელობა მიუძღვნეს

8 მაისი, 2021

ირკუტსკის რეგიონის ქალაქ ვიხორევკაში სკოლის მოსწავლეებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პორტრეტებით ხელში მის „ეპოქას“ მსვლელობა მიუძღვნეს.

მოსწავლეები სამხედრო სტილის უნიფორმებში იყვნენ გამოწყობილნი და ახალგაზრდების არმიის წითელი ბერეტები ეხურათ.

ორგანიზატორების თქმით, მსვლელობა იყო ღონისძიებათა სერიის ნაწილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის გამარჯვებას და გიორგობის დღესასწაულს ეძღვნებოდა.

„გადავწყვიტეთ, რომ პუტინის პორტრეტებით მოვსულიყავით და მისი გამოსვლებიდან ციტატები მოგვეხმო“. - თქვა ახალგაზრდების არმიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პროექტი „ჩვენ ერთი ბედი გვაერთიანებს“ რამდენიმე აქტივობას მოიცავს, ერთ-ერთი აქტივობა კი არის „კოსტუმირებული მსვლელობა, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ეპოქებს, მათ შორის პუტინის ეპოქას“

წყარო[edit | edit source]