Wn/ka/ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინების 15 000 დოზა დაამტკიცა

14 მაისი, 2021

ლი­ე­ტუ­ვამ აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის­თვის ვაქ­ცი­ნე­ბის 200 000 დოზა და­ამ­ტკი­ცა, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს­თვი­საც, - ამის შე­სა­ხებ ლი­ე­ტუ­ვის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გაბ­რი­ე­ლი­უს ლან­დსბერ­გის­მა გა­ნა­ცხა­და.

„სი­ტყვა შე­ვას­რუ­ლეთ - მთავ­რო­ბამ ახ­ლა­ხანს და­ამ­ტკი­ცა 200 000 ვაქ­ცი­ნა აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის ქვეყ­ნე­ბის­თვის. ვი­წყებთ - უკ­რა­ი­ნას 100 000 ვაქ­ცი­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს 15 ათა­სი ვაქ­ცი­ნა და მოლ­დო­ვას - 11 ათა­სი. ეს მცი­რე ნა­ბი­ჯია ლი­ე­ტუ­ვას­გან. იმე­დია, ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სო­ლი­და­რო­ბით შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბინ“, - წერს ლან­დსბერ­გი­სი ტვი­ტერ­ზე.