Wn/ka/კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > კახა კუჭავა თანამდებობას ტოვებს
კახა კუჭავა

24 დეკემბერი, 2021

„ქართულ ოცნებაში“ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახმაურდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს კახა კუჭავა ტოვებს. მან თანამდებობა 2021 წლის 27 აპრილს დაიკავა, და პოსტზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა. როგორც ცნობილია „ქართული ოცნება“ პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

განცხადება პარტიის ოფისში პირველმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა: „დღეს გა­ი­მარ­თა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა, სა­დაც გან­ხი­ლუ­ლი იქნა რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კად­რო სა­კი­თხი. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე კახა კუ­ჭა­ვამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ.

გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზეზს კახა თა­ვად გან­მარ­ტავს. მე, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის სა­ხე­ლით დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი მას პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდ­ში, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. კა­ხას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის, რა თქმა უნდა, გულ­და­სა­წყვე­ტი მთე­ლი გუნ­დის­თვის, თუმ­ცა ჩვენ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პა­ტივს ვცემთ. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ­მა საბ­ჭომ ცნო­ბად მი­ი­ღო. კახა რჩე­ბა ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის ერთ-ერთ ლი­დე­რად“.

წყარო[edit | edit source]