Wn/ka/იცხაკ ჰერცოგი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > იცხაკ ჰერცოგი ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს

2 ივნისი, 2021

იცხაკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტი გახდა და პარლამენტში 2/3-ზე მეტი ხმა მოიპოვა. მანამდე, ქვეყნის პირველი პირი 7 წლის განმავლობაში რუვენ რივლინი იყო, რომელიც თანამდებობას მომდევნო თვეში დატოვებს.

აღსანიშნავია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ნეთანიაჰუს პარტიას საპრეზიდენტო კანდიდატი არ წარუდგენია და არც რომელიმესთვის მიუცია ხმა.

თავის გამოსვლაში ჰერცოგმა თქვა, რომ ის შეეცდება გააერთიანოს ისრაელის საზოგადოება, განსაკუთრებით საზოგადოების შიგნით ბოლოდროინდელი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.