Wn/ka/ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „პრეზიდენტს“ 9 მაისს ულოცავს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო „პრეზიდენტს“ 9 მაისს ულოცავს

9 მაისი, 2021

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 76-ე წლისთავი მიულოცა.

„გულითადად გილოცავთ თქვენ და სამხრეთ ოსეთის ყველა მცხოვრებს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 76-ე წლისთავს. ჩვენმა მამა-პაპამ მხარდამხარ ვაჟკაცური ბრძოლით აურაცხელი დანაკარგის ფასად, გაანადგურა ნაცისტი აგრესორები, შეუნარჩუნეს მშვიდობა და თავისუფლება მომავალ თაობებს. დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობის ტრადიცია და ურთიერთ მხარდაჭერა, რომელიც გაძლიერდა საომარი გამოცდის მძიმე წლებში, ახლაც იქნება მტკიცე საფუძველი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის მოკავშირეობის განსავითარებლად.

გთხოვთ, გადასცეთ ყველა ვეტერანსა და ზურგის მშრომელებს, ვინც თქვენ ქვეყანაში ცხოვრობს გულითადი სურვილი ჯანმრთელობის, ბედნიერების და დიდხანს სიცოცხლის“