Wn/ka/ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საქართველოსთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka

1 მაისი, 2021

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პირველი ნაწილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმდჯომარისა და კომისიის წევრების არჩევის საკითხს ეხება.

„ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსის ცვლილებების დამატებით გაუმჯობესებისთვის შემდეგ რეკომენდაციებს გასცემენ:

„ა. კვალიფიციური უმრავლესობის (მაგ. ორი მესამედი) შემოღების განხილვა ან ორმაგი უმრავლესობის პირობა (რაც საჭიროებს უმრავლესობას როგორც მმართველი პარტიის დეპუტატებში, ასევე ოპოზიურ პარტიებში) ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევისთვის, საბოლოო ანტი-ჩამკეტი მექანიზმით. აგრეთვე, საარჩევნო კომისიის არაპარტიული წევრებისთვის მაღალი კვალიფიკაციის მოთხოვნის დაწესება და შერჩევის კომისიის მრავალფეროვნების უზრუნველყოფა, რომელიც ტრანსპარენტულად და დამსახურების მიხედვით წარმართავს ნომინაციის პროცესს.

ბ. ცალკეული უფლებრივი შეზღუდვების გაუქმება, რომელიც მეცამეტე (1) მუხლის ბ და გ პროექტის მიხედვით პარტიის მიერ საარჩევნო კომისიაში წევრის დანიშვნას შეეხება - აღნიშნული ეხება პირობებს პარტიის სახელმწიფო დაფინანსებაზე წვდომასა და მისი როგორც მინიმუმ ერთი წევრის საპარლამენტო აქტივობაში ჩართულობას, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პარტიებს გამორიცხავს.

გ. საუბნო და საოლქო კომისიების წევრების შერჩევის პროცესის პროცედურები დამატებით უნდა შეცვლოს, რათა კომისიებში არაპარტიული წევრების დანიშვნისას აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებულობის პრინციპი. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს პარტიის უფლება დანიშნოს საარჩევნო კომისიებში წევრი იმ პირობის დაკმაყოფილების გარეშე, რომლის თანახმადაც პარტია უნდა იღებდეს დაფინანსებას სახელმწიფოსგან და მისი სულ მცირე ერთი წევრი უნდა ეწეოდეს დეპუტატის საქმიანობას.

დ. კანონის ნათლად განსაზღვრა იმის შესახებ თუ რა მიზეზით შეიძლება მოხსნან პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო კომისიის წევრები“