Wn/ka/ბასილაშვილისა და გომბოსის მატჩი გადაიდო

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ბასილაშვილისა და გომბოსის მატჩი გადაიდო

30 აპრილი, 2021

მიუნხენის 250-ქულიანი ტურნირის ნახევარფინალური მატჩი ნიკოლოზ ბასილაშვილსა და სლოვაკ ნორბერტ გომბოსს (95) შორის პირველი სეტისას წვიმის გამო მაშინ შეწყდა, როდესაც ქართველი ჩოგბურთელი 5:4-ს იგებდა.

მატჩი 1-ელ მაისს გაგრძელდება და გომბოსის ძლევის შემთხვევაში, ნიკოლოზი ნორვეგიელ კასპერ რუუდსა და ავსტრალიელ ჯონ მილმანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მათი შეხვედრაც წვიმის გამო პირველი სეტის შემდეგ შეწყდა, რომელიც ნორდმა 6:3 მოიგო.