Wn/ka/ბათუმის „დინამომ“ „რუსთავი“ დაამარცხა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ბათუმის „დინამომ“ „რუსთავი“ დაამარცხა

3 ივნისი, 2019

2 ივნისს გაიმართა ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შეხვედრა ბათუმის „დინამოსა“ და „რუსთავს“ შორის. შეხვედრაში ანგარიში ბათუმელთა ფეხბურთელმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა 27-ე წუთზე გახსნა. ანგარიში ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე ნიკოლოზ ყიფიანმა გაათანაბრა. საბოლოო ანგარიში კი 70-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ დააფიქსირა.

შემანდგენლობები: დინამო (ბთ) (4-2-3-1): მიხეილ ალავიძე, ალეფ სანტოსი, გურამ ადამაძე, მალხაზ გაგოშიძე, გიორგი ნავალოვსკი, ბენჟამინ ტეიდი (გიული მანჯგალაძე 52), ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ჯანელიძე (კ) (ვალერიან თევდორაძე 61), გაბრიელ რამოსი (ლაშა ჩალაძე 72), ნიკოლოზ საბანაძე, ჯოვინო ფლამარიონი

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

რუსთავი (4-2-3-1): გიორგი მამარდაშვილი, ცოტნე კაპანაძე, სოსლან ტაკულოვი (თემურ ჩოგაძე 66), ზურაბ ჯაფიაშვილი, პაპუნა ფონიავა, ლუკა სილაგაძე (კ) (პაატა კიტეიშვილი 74), ფარხად გისტაროვი (ლუკა ზვიადაძე 78), გეორგი ბუგულოვი, ზაზა ციცქიშვილი, ლუკა იმნაძე, ნიკოლაი ყიფიანი

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია