Wn/ka/აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა აიარაღით სავსე, დროშის გარეშე მცურავი გემი დააკავეს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა აიარაღით სავსე, დროშის გარეშე მცურავი გემი დააკავეს

10 მაისი, 2021

აშშ-ს სა­ზღვაო ფლოტ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ხელ­ში ჩა­იგ­დო ათა­სო­ბით ია­რა­ღი - ტყვი­ამფრქვე­ვე­ბი და სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არა­ბე­თის ზღვა­ში, დრო­შის გა­რე­შე მცუ­რა­ვი გე­მის ბორტზე იყო და­მა­ლუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, გემი იე­მე­ნის­კენ მი­ე­მარ­თე­ბო­და აჯან­ყე­ბუ­ლი ჰუ­სი­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც 2014 წლი­დან სა­მო­ქა­ლა­ქო ომში არი­ან ჩარ­თუ­ლი.

აშშ-ს სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ფლო­ტის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ USS Monterey ხო­მალდს აკა­ვებს. სა­ცავ­ში შე­დის ათო­ბით რუ­სუ­ლი წარ­მო­ე­ბის ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი რა­კე­ტა, თით­ქმის 3000 ავ­ტო­მა­ტი, ათა­სო­ბით ჩი­ნუ­რი 56 ტი­პის თოფი და ასო­ბით PKM ტყვი­ამფრქვე­ვი, სნა­ი­პე­რუ­ლი შაშ­ხა­ნე­ბი და რა­კე­ტის სატ­ვირ­თო ყუმ­ბარმ­ტყორ­ცნე­ბი. ასე­ვე, მო­წი­ნა­ვე ოპ­ტი­კუ­რი სა­მიზ­ნე­ე­ბი.