Wn/ka/„რომამ“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა
Appearance
7 მაისი, 2021
ევროპა ლიგის განმეორებითი ნახევარფინალური მატჩები ჩატარდა და ფინალისტები გაირკვა.
„მანჩესტერს“ „რომა“ 6-2 ჰყავდა დამარცხებული, ყველაფერი გარკვეული იყო, ამჯერად კი გამარჯვება რომაულმა გუნდმა მოიპოვა - 3-2.
26 მაისს პოლონურ გდანსკში, ფინალში, ერთმანეთს „მანჩესტერი“ და „ვილიარეალი“ შეხვდებიან.
რომი. „ოლიმპიკო“ რომა - მანჩესტერი 3:2 გოლები: 0:1 კავანი (39), 1:1 ჯეკო (57), 2:1 კრისტანტე (60), 2:2 კავანი (68), ზალევსკი (83)