Wn/ka/„ბარსელონა“ სუარესს საპატიო დახვედრას მოუწყობს
Appearance
8 მაისი, 2021
ურუგვაელმა ფეხბურთელმა კლუბი რონალ კუმანის გადაწყვეტილების შემდეგ დატოვა, როდესაც მას განუცხადეს, რომ ნიდერლანდელს ის კლუბში აღარ სჭირდებოდა. ისიც აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი, რომელმაც კლუბს 6 წელი შესწირა და უამრავი ტიტულის მოგებაში დაეხმარა, ისე არ გაასხვისეს, როგორც მას შეეფერებოდა. მეტიც, სუარესს აშკარად ეტყობოდა ემოციურობა, როდესაც ის კატალონიელების რიგებიდან ბოლო პრეს-კონფერენციას მართავდა.
თუმცა დღეს, კატალონიის „ბარსელონას“ ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ლაპორტამ გადაწყვიტა, რომ თამაშის წინ ლუისს სათანადო პატივი მიაგოს.