Wn/ka/შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში შოტლანდიის დამოუკიდებლობის მომხრე პარტიამ გაიმარჯვა

9 მაისი, 2021

შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნებში შოტლანდიის ნაციონალური პარტია იმარჯვებს. მან პარლამენტში 129-იდან 64 მანდატი მოიპოვა. საპარლამენტო უმრავლესობისთვის 65 მანდატია საჭირო.

ეს შოტლანდიის ნაციონალური პარტიისთვის ზედიზედ მეოთხე გამარჯვებაა. შოტლანდიის პირველი მინისტრის ნიკოლა სტარჯონის თანხმად, არჩევნების შედეგები ნიშნავს, რომ ის Covid-19-ის პანდემიის შემდეგ ის შოტლანდიის დამოუკიდებლობის მეორე რეფერენდუმისთვის დაიწყებს აქტიურ მუშაობას და აღმაშფოთებელი იქნება, თუ ბორის ჯონსონი შეეცდება უგულვებელყოს ხალხის ნება.