Wn/ka/ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო წაგებით დაიწყო
Appearance
9 მაისი, 2021
ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიაში მორიგი ბაშო დაიწყო. ტოჩინოშინი, რომელიც მე-7 მაეგაშირაა, ნაცუ ბაშოზე მე-6 მაეგაშირა იჩინოჯოს დაუპირისპირდა და დამარცხდა. ლევანი ბრძოლას თავიდან აკონტროლებდა, თუმცა იჩინოჯომ ის დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.
ქართველი სუმოისტი ნაცუ ბაშოზე მეორე ბრძოლას მე-8 მაეგაშირა ცურუგიშოს წინააღმდეგ გამართავს, რომელიც პირველ ბრძოლაში ტაკარფუჯისთან დამარცხდა.