Wn/ka/სერბეთში მასობრივ სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > სერბეთში მასობრივ სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა

5 მაისი, 2023

სერბეთში ამ კვირაში მასობრივი სროლის მეორე ინციდენტი დაფიქსირდა. მას შემდეგ რაც 3 მაისს ბელგრადის ერთ-ერთ სკოლაში მეშვიდე კლასის მოსწავლემ იარაღით 9 ადამიანი მოკლა, დედაქალაქ ბელგრადიდან 60 კმ-ში 21 წლის მამაკაცმა 8 ადამიანი მიმავალი მანქანიდან სროლით მოკლა. დაშავებულია 14 ადამიანი.

სერბეთის პოლიციამ დამნაშავე დააკავა. სერბული მედია RTS-ის ინფორმაციით მასზე სერბეთის პოლიციას ინტენსიური ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, რაშიც მონაწილეობას პოლიციის 600 ოფიცერი იღებდა. დამნაშავე საკუთარი ბაბუის სახლში დააკავეს, სადაც ის მიმალვას ცდილობდა.

პრეზიდენტმა ვუჩიჩმა სროლას უწოდა „თითოეულ ჩვენგანზე თავდასხმა“ და გამოაცხადა უსაფრთხოების ახალი ზომები, მათ შორის 1200 ახალი პოლიციის ოფიცრის დასაქმების გეგმა.

დასავლეთ ბალკანეთი გაჟღენთილია სავსეა იარაღით, რაც მეტწილად 1990-იანი წლების ომებისა და არეულობების შედეგადაა გამოწვეული. 2019 წლის მონაცემებით სერბეთში 100 ადამიანზე 39,1 ცეცხლსასროლი იარაღია, ქვეყანა აშშ-ისა და მონტენეგროს შემდეგ მსოფლიოში ამ მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს.

წყარო[edit | edit source]