Wn/ka/საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 776 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

13 მაისი, 2021

Stopcov.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ინ­ტენ­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის ფარ­გლებ­ში, ბოლო 24 სა­ათ­ში ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჩა­ტარ­და 31 982 კვლე­ვა ტეს­ტით, მათ შო­რის 20 394 კვლე­ვა ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით და 11 588 PCR ტეს­ტით.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, ბოლო 24 სა­ათ­ში გა­მოვ­ლინ­და ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის 776 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა. ქვე­ყა­ნა­ში კო­ვიდ-19-ის პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე გა­მოვ­ლე­ნი­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა შე­ად­გენს 326 441-ს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, 12 მა­ი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, და­დე­ბი­თო­ბის დღი­უ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მან­ძილ­ზე - 5.56%, ხოლო 7 დღის მან­ძილ­ზე - 4.79%.

ბოლო 24 სა­ათ­ში ვირუ­სის­გან გა­მო­ჯან­მრთელ­და 1 329 პირი, ხოლო ჯამ­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ი­ზარ­და 306 264-მდე.

ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის 16 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. პან­დე­მი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე ვირუსს ჯამ­ში 4 379 პირი ემსხვერ­პლა.

დღეს ქვე­ყა­ნა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბის 776 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან: თბი­ლის­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია 359 შემ­თხვე­ვა, აჭა­რა - 79, იმე­რე­თი - 81, ქვე­მო ქარ­თლი - 56, შიდა ქარ­თლი - 13, გუ­რია - 20, სა­მეგ­რე­ლო - ზემო სვა­ნე­თი - 84, კა­ხე­თი - 30, მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი - 41, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი - 10, რაჭა-ლე­ჩხუ­მი და ქვე­მო სვა­ნე­თი - 3.

ამ ეტაპ­ზე ინ­ფი­ცი­რე­ბის მიმ­დი­ნა­რე აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვა არის 15 572, სა­ი­და­ნაც 4 278 ადა­მი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მათ შო­რის, თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში - 2 429, აჭა­რა­ში - 444, იმე­რეთ­ში - 520.

ამ ეტაპ­ზე მძი­მე პა­ცი­ენ­ტია 903 პირი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 448, აჭა­რა­ში - 95, იმე­რეთ­ში -140. ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე იმ­ყო­ფე­ბა 196 პირი, მათ­გან თბი­ლის­ში - 141, აჭა­რა­ში - 3, იმე­რეთ­ში - 15.

710 ადა­მი­ა­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ-სას­ტუმ­რო­ებ­ში, მათ შო­რის 347 - თბი­ლის­ში, 342 - აჭა­რა­ში.

10 584 პირი ვირუ­სის მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ზე.

სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლია 73 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, თბი­ლის­ში - 71, ხოლო აჭა­რა­ში - 1.

სულ 6 ოქ­ტომ­ბრი­დან - 12 მა­ი­სის პე­რი­ოდ­ში, სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრი­დან სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლია - 24 638 პირი.

ამ ეტა­პის­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა 27 821 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის თბი­ლის­ში - 20 413 პირი, აჭა­რა­ში - 1 809, იმე­რეთ­ში - 1 383.