Wn/ka/საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა
15 ივნისი, 2019
სლოვენიაში საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა სლოვენიელ თანატოლებთან სპარინგ მატჩი გამართა და 7 ქულის სხვაობით – 64:71 დამარცხდა. მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა მასპინძლებს მესამე და მეოთხე პერიოდები შესაბამისად 19:15 და 17:11 მოიგო, თუმცა პირველი ნახევარი ჰქონდა 17 ქულით წაგებული და მატჩის ამოქაჩვა ვეღარ შეძლო. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს და მთავარი ახალი მწვრთნელისთვის დასახული გეგმების განხორციელება, გუნდის სათანადო კონდიციაში მოყვანაა. ამ მხრივ სლოვენიის 20-წლამდელთა ნაკრებთან მატჩს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს მეტოქეს მოხსნებში აჯობა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი მეტოქეზე 12-ით მეტჯერ მოხსნა. სლოვენიელებმა ქართველებს შედეგიან გადაცემებში, საჯარიმო სროლებში და 3 სამქულიანით აჯობეს. ჩვენს ნაკრებში 10-ქულიანი ბარიერი ნიკა მეცხვარიშვილმა დაძლია, რომელმაც 13 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა. რატი ანდრონიკაშვილმა 9 ქულა დაგროვა, ჯაურ ჯანელიძის ანგარიშზე კი 7 ქულა დაგროვდა. შემდეგ სპარინგ მატჩს ქართველები სლოვენიის 16-წლამდელთა ნაკრებთან გამართავენ. შეხვედრა 16 ივნისს გაიმართება.