Wn/ka/საქართველოს პრეზიდენტი და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > საქართველოს პრეზიდენტი და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი ერთმანეთს შეხვდნენ

2019 წლის 28 თებერვალი

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით აზერ­ბა­ი­ჯან­ში იმ­ყო­ფე­ბა. ის ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტს, ილ­ჰამ ალი­ევს შეხ­ვდა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ზუ­რა­ბიშ­ვილს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა და პირ­ველ­მა ლე­დიმ, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვამ უმას­პინ­ძლა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის „ფე­ის­ბუ­ქის“ ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მეჰ­რი­ბან­თან შეხ­ვედ­რა „ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო“. „ჩვენ უნდა გა­დავ­დგათ უფრო მეტი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი, რათა მოხ­დეს ჩვე­ნი ხალ­ხის კულ­ტუ­რუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბა, ეკო­ნო­მი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად. ქარ­თვე­ლი და აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ხალ­ხი უფრო კარ­გად უნდა იც­ნობ­დეს ერ­თმა­ნეთს,“ - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.