Wn/ka/ორ ქართველ სპორტსმენს კარანტინის წესების დარღვევის გამო ოლიმპიური აკრედიტაცია შეუჩერეს
Appearance
1 აგვისტო, 2021
ორ ქართველ ძიუდოისტს, ლაშა შავდათუაშვილსა და ვაჟა მარგველაშვილს კარანტინის წესების დარღვევის გამო ოლიმპიური აკრედიტაცია შეუჩერეს. მათ აგრეთვე მოსთხოვეს ოლიმპიური სოფლის დატოვება. „ჩამოვართვით აკრედიტაცია, რადგან ვფიქრობთ, რომ ათლეტების სოფლის დატოვება ქალაქის დასათვალიერებლად არ უნდა ხდებოდეს“. – თქვა ოლიმპიადის სპიკერმა, მასანორი ტაკაიამ. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით ძიუდოისტებმა ტოკიო უკვე დატოვეს. იაპონური მედიის თანახმად, 30 ივლისს სოციალურ ქსელში გავრცელდა, ტოკიოში, ტოკიოს ანძასთან გადაღებული მარგველაშვილის და შავდათუაშვილის სურათები.