Jump to content

Wn/ka/ნიკი ლაუდა გარდაიცვალა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > ნიკი ლაუდა გარდაიცვალა
ნიკი ლაუდა

20 მაისი, 2019

70 წლის ასაკში გარდაიცვალა ნიკი ლაუდა. ავსტრიელი ავტომრბოლელი და ბიზნესმენი, ფორმულა 1-ის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ავიაკომპანია „ლაუდა ეარ“-ის დამაარსებელი. კომენტატორი გერმანულ არხზე RTL და რბოლების ექსპერტი. სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა პირველი ორი ტიტული 1975 და 1977 წლებში, „ფერარისთან“ ერთად მოიგო, მესამე კი, 1984 წელს, „მაკლარენთან“ ერთად. კარიერის განმავლობაში, ლაუდამ 171 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან 25 მოიგო და პოდიუმზე 54-ჯერ ავიდა. ოჯახის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, იგი ძილში გარდაიცვალა.