Wn/ka/მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულთაგან 21 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > მთავრობის ადმინისტრაციასთან დაკავებულთაგან 21 პირი ხელწერილით გაათავისუფლეს

14 ივნისი, 2019

14 ივნისს მთავრობის კანცელარიის წინ მოწყობილ აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით 28 ადამიანი დააკავეს, ამათთაგან 21 პირი გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 7 კი წინასწარი მოთავსების იზოლატორში რჩება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა: „ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნაა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის და მო­ქა­ლა­ქე­თა უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა. სა­მი­ნის­ტრო იცავ­და და და­ი­ცავს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის რო­გორც შეკ­რე­ბის, ისე გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, მათი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის, რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სის, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის და სხვა ნიშ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, თუ გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ გას­ცდე­ბა კა­ნო­ნით და­საშ­ვებ ფარ­გლებს. გუ­შინ, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტარ­ცი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის და წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის ბრალ­დე­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს 28 პირი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ პო­ლი­ცი­ის კორ­დო­ნის გარ­ღვე­ვას და კვერ­ცხე­ბის სრო­ლით გა­მო­ხა­ტავ­დნენ აგ­რე­სი­ას აქ­ცი­ის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის, მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის, ასე­ვე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მი­მართ. პო­ლი­ცი­ის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბი­დან 7 რჩე­ბა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, ხოლო 21-მა პირ­მა გვი­ან ღამე ხელ­წე­რი­ლის სა­უძ­ველ­ზე და­ტო­ვა პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა. სა­მი­ნის­ტრო დე­ტა­ლუ­რად სწავ­ლობს აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მომ­ხდა­რი თი­თო­ე­უ­ლი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ველ შე­სა­ბა­მის ვი­დეო-მა­სა­ლას, რო­მელ­საც უმოკ­ლეს ვა­დებ­ში მი­ე­ცე­მა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­ფა­სე­ბა. აქვე გვსურს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბოთ, რომ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი მო­ტი­ვით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა და მათი ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია. მი­უ­ღე­ბე­ლია ამ მო­ტი­ვით ძა­ლა­დო­ბა და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რა. თი­თო­ე­ულ ფაქ­ტზე სა­მი­ნის­ტრო ახ­დენ­და და მო­მა­ვალ­შიც მო­ახ­დენს სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას. სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ყვე­ლა ფაქ­ტი იქ­ნე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­კვე­თი­ლი. ამას­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­გორც მარ­თლწეს­რი­გის დაც­ვა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა, მო­უ­წო­დებს მო­ქა­ლა­ქე­ებს, შეკ­რე­ბი­სას და­იც­ვან კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, პო­ლი­ცია იმოქ­მე­დებს მის­თვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში“.