Wn/ka/ლატვიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა გენოციდად აღიარა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ლატვიის პარლამენტმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა ხოცვა გენოციდად აღიარა

6 მაისი, 2021

ლატვიის სეიმმა მიიღო დეკლარაცია, რომელმაც ოსმალეთის იმპერიაში 1915-1923 წლებში მომხდარი სომეხთა გენოციდი დაგმო.

დეკლარაცია ახალი კონსერვატული პარტიის დეპუტატის იურის იურაშსის ინიციატივით 40-მა დეპუტატმა მოამზადა. ლატვიური მედიის ცნობით, დებატების დროს დეპუტატმა რომან ნაუდინშმა სომხეთის პარლამენტს მოუწოდა ლატვიელთა გენოციდი და ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია ეღიარებინა.