Wn/ka/კორონავირუსის 966 ახალი შემთხვევა და 18 გარდაცვლილი
Appearance
25 აპრილი, 2021
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 888 კვლევა ტესტით, მათ შორის - 6 974 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 914 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 966 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 303 751-ს.