Wn/ka/კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე ბომბის აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაშავდა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > კოლუმბიაში სამხედრო ბაზაზე ბომბის აფეთქების შედეგად 36 ადამიანი დაშავდა

16 ივნისი, 2021

კოლუმბიის ქალაქ კეკუტაში, ვენესუელის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავდა 36 ადამიანი. კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამი დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, საავადმყოფოში განათავსეს სულ 29 დაჭრილი. აფეთქება 30-ე ბრიგადის ბაზაზე მოხდა. ორმა პირმა სამხედრო ბაზაზე ტოიოტას მარკის თეთრი ავტომობილი შეიყვანეს, მას შემდეგ, რაც მცველები დააჯერეს, რომ ისინი ოფიციალური პირები იყვნენ. ცნობების მიხედვით, მანქანაში ორი ბომბი იყო.