Wn/ka/ვიკისიახლეები:პოლიტიკა

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ვიკისიახლეები:პოლიტიკა

ყველა მომხმარებელი არის თანასწორი, თუნდაც სრულიად გამოუცდელი იყოს, ყოველი ჩვენთაგანი ვალდებულია დაეხმაროს, ასწავლოს და გააცნოს ერთმანეთს სიახლეები, თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ პროექტში ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე ვაქტიურობ (სამწუხაროდ), ყველა გააქტიურებული მომხმარებელი (გამოცდილი) უნდა ეხმარებოდეს გამოუცდელს--ჯეო (talk) 15:50, 28 February 2019 (UTC)[reply]

ახლა კი:

ძირითადი პოლიტიკა[edit | edit source]

ვიკისიახლეების პოლიტიკის ყველა განაწესის წაკითხვა საჭირო არ არის ვიკისიახლეში წვლილის შემოტანისთვის. თუმცა, შემდეგი წესები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტისთვის და რაც უფრო ადრე გაეცნობით და გამოიყენებთ მათ, მით უკეთესი:

  1. ვიკისიახლეევი არის სიახლეთა თავისუფალი სივრცე. მისი მიზნები ამას არ აღემატება და მასალა, რომელიც ამ მიზანს არ პასუხობს, უნდა გადავიდეს ვიკიმედიის სხვა პროექტში ან საერთოდ წაიშალოს. (იხ. რა არ არის ვიკისიახლეები)
  2. თავი მოარიდეთ მიკერძოებას. სტატიები უნდა დაიწეროს ნეიტრალური თვალსაზრისით, წარმოადგინოს თემაზე ყველა შეხედულება, ფაქტობრივად და ობიექტურად, მიმდევრობით, რომელიც ზოგად კონსენსუსს პასუხობს. (ეს არის ფუნდამენტალური საკითხი, რომელიც ვიკიმედიის ფონდის ყველა პროექტს ეხება.)
  3. ნუ დაარღვევთ საავტორო უფლებებს. ვიკისიახლეები თავისუფალი სიახლეთა სივრცეა, რომელიც ქვეყნდება GNU თავისუფალი დოკუმენტაციის ლიცენზიით. ნამუშევრის შემოტანა, რომელიც არღვევს საავტორო უფლებებს საფრთხეში აგდებს ჩვენს მიზანს ავაგოთ ნამდვილად თავისუფალი ენციკლოპედია, რომლის გავრცელება ყველას შეეძლება, და შეიძლება შეგვიქმნას ლეგალურობის პრობლემები. (იხ. ვიკიპედიის საავტორო უფლებები) (ეს არის ფუნდამენტალური საკითხი, რომელიც ვიკიმედიის ფონდის ყველა პროექტს ეხება.)
  4. პატივი ეცი სხვა რედაქტორებს. ვიკისიახლეების რედაქტორები მრავალი განსხვავებული ქვეყნისა და კულტურის წარმომადგენლები არიან და მნიშვნელოვნად განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნიათ. სხვების აზრისა და შეხედულებების პატივისცემა სიახლეთა სივრცის მშენებლობაში ეფექტური თანამშრომლობისთვის უმნიშვნელოვანესია (იხ. ვიკისიახლეები:ეთიკის ნორმები, ვიკისიახლეები:ეტიკეტი, ვიკისიახლეები:კონფლიქტების გადაჭრა).