Wn/ka/ვიდეოთამაშში FORTNITE ლედი გაგასა და არიანა გრანდეს კონცერტები უნდა გამართულიყო
Appearance
8 მაისი, 2021
პოპულარული კომპიუტერული თამაშის Fortnite მწარმოებელ Epic Games-სა და კომპანია Apple-ს შორის მიმდინარე სასამართლო დავის მასალებიდან 94-გვერდიანი დოკუმენტი გასაჯაროვდა, რომელიც 2020 წლის ივნისით თარიღდება. საბუთებიდან ირკვევა, რომ გასული წლის სექტემბერში, ოქტომბერსა და დეკემბერში „ფორტნაითში“ ამერიკელი პოპვარსკვლავების, არიანა გრანდესა და ლედი გაგას, ასევე, ცნობილი კოლუმბიელი შემსრულებლის, ჯეი ბალვინის ვირტუალური კონცერტების გამართვა იგეგმებოდა.