Wn/ka/დიდმა ბრიტანეთმა ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა
Appearance
24 მაისი, 2021
დიდმა ბრიტანეთმა სამოქალაქო აქტივისტისა და ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების გამო ბელარუსის ეროვნულ ავიაკომპანიას საქმიანობის ნებართვა შეუჩერა. ამის შესახებ ბრიტანეთის ტრანსპორტის დეპარტამენტის მდივანი, გრანტ შეფსი Twitter-ზე წერს. შეფსი ასევე წერს, რომ ავიაციის უწყებას ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან არიდების განკარგულება მისცა.
„მინსკში Ryanair-ის რეისზე იძულებითი დივერსიის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს სამოქალაქო ავიაციის უწყებას მივეცი განკარგულება, რომ მოითხოვონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გადაკვეთის თავიდან არიდება, რათა შევინარჩუნოთ მგზავრების უსაფრთხოება. ასევე შევაჩერე ბელავიას საქმიანობის ნებართვა“. – წერს შეფსი.