Jump to content

Wn/ka/გიორგი მჭედლიშვილმა „გორიცა“ დატოვა

From Wikimedia Incubator
< Wn | ka
Wn > ka > გიორგი მჭედლიშვილმა „გორიცა“ დატოვა

27 წლის ქართველმა მოთამაშემ ხორვატიული საფეხბურთო კლუბი „გორიცა“ დატოვა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მას გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა, ამჟამად იგი ოფიციალურად გახდა თავისუფალი აგენტი. მიმდინარე სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ხორვატიის უმაღლეს დივიზიონში 22 შეხვედრა გამართა, სადაც 2 საგოლე


კლუბის ვებ-გვერდთან გიორგი მჭედლიშვილი აცხადებს: „აქ 2 სეზონის განმავლობაში ვითამაშე, რომელიც ძალიან წარმატებული იყო. ჩემს პირველ სეზონში მეორე ლიგის ჩემპიონები გავხდით. მინდა კლუბის ყველა წევრს, ფეხბურთელს მადლობა გადავუხადო. „გორიცას“ მომავალ სეზონში წარმატებებს ვუსურვებ და აქ გატარებულ შესანიშნავ დროს არასდროს დავივიწყებ“.