Wn/ka/ახალგაზრდა რომელიც არაბებს სიტყვიერად დაუპირისპირდა დააკავეს

From Wikimedia Incubator
< Wn‎ | ka
Wn > ka > ახალგაზრდა რომელიც არაბებს სიტყვიერად დაუპირისპირდა დააკავეს

31 მაისი, 2019

ახალგაზრდული ორგანიზაცია „ქართული მარშის“ ლიდერი – ბექა რევაზიშვილი „პლეხანოვზე“ გიორგი ონიანის დაკავების შესახებ ფეისბუქზე განცხადებას აქვეყნებს „გუშინ პლეხანოვზე დააკავეს ჩემი მეგობარი და თანამებრძოლი გიორგი ონიანი, რომელმაც ერთ-ერთ არაბულ ბარში არაბი მიგრანტების მიერ არასრულწლოვანი ქართველი გოგოების მიმართ ჩადენილი შეურაცჰმყოფელი საქციელის მომსწრე გახდა და მათ სიტყვიერად დაუპირისპირდა.

პოლიციამ ის ადგილზევე დააკავა, ხოლო არაბი მიგრანტები ბოდიშის მოხდით გაუშვა.

ვისაც პლეხანოვზე ღამის 12 საათის შემდეგ გაუვლია, ყველა დამეთანხმება რომ არის ბარები, სადაც ქართველი მამაკაცებისგან განსხვავებით ქართველ გოგონებს განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით ხვდებიან.

ახალი ამბავი არც ის არის, რომ მუსლიმანური ქვეყნებიდან ჩამოსული მოქალაქეები ქართველ გოგოებს (ხშირ შემთხვევაში არასრულწლოვნებს) პროსტიტუციაში რთავენ და მათ საკმაოდ შეურაცხმყოფელადაც ექცევიან.საქართველოში პროსტიტუცია კანონით იკრძალება, მაგრამ რატომღაც პლეხანოვზე არავინ არ აკონტროლებს, თუ რა ხდება ღამით ბარებში.

პლეხანოვზე გვყვანან არაბი, ირანელი და ერაყელი „მამიდები“, რომლებიც როენასგან განსხვავებით ხელშეუხებელნი არიან.“

გიორგი ონიანს ბრალი ედება საზოგადოებრივი წესრიგისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, პროცესი მტკიცებულებათა არ ქონის გამო გადაიდო.